Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    საერთაშორისო კონფერენცია – „ფილოსოფია და თანამედროვეობა“

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი  2021 წლის 17-18 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას – „ფილოსოფია და თანამედროვეობა“, 21 ნოემბერს – სტუდენტთა რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

     

    საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: პროფ. მაია კიულე – ლატვიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. დანიელა ვერდუჩი – მსოფლიო ფენომენოლოგიის ინსტიტუტის თანათავმჯდომარე (მაჩერატას უნივერსიტეტი, იტალია), პროფ. მორის კიულისი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვიის რესპუბლიკა), თათია ბასილაია – ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა).

     

    საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეობენ: ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

     

    საერთაშორისო კონფრენციის ჩატარების ადგილი: თსუ I კორპუსი, მუზეუმი, 210-ე აუდიტორია.
    კონფერენციის გახსნა-მისალმებები (10:00 -10:30 ):

    • ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი, თსუ რექტორი
    • ნანა გაფრინდაშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
    • დემურ ჯალაღონია, პროფესორი, თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით – ერქომაიშვილის ფენომენი
    • მარიკა ერქომაიშვილი, თსუ გამომცემლობის სამეცნიერო მენეჯერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მოგონებები მამაზე

    სესიების დაწყების დრო: 10:30 სთ.
    დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი: